„ჩვენი ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე აფხაზეთის სახელით გამოსვლაა", _ ამერიკულ გამოცემა „Newsweek" -ი სტატიას „სოჭის ჩრდილქვეშ" აფხაზი მწვრთნელი ჯარნაზ ბენიას ამ სიტყვებით იწყებს, რომელიც იაპონელი ფოტოგრაფის კოსუკე ოკაჰარას ფოტორეპორტაჟზეა აგებული.
„აფხაზეთის საზღვარი ოლიმპიური სოჭიდან 10 მილზე უფრო მცირე დაშორების მანძილზე მდებარეობს", _ წერს ოკაჰარა და აგრძელებს: „აფხაზეთს ომი ჰქონდა საქართველოსთან 1992-1993 წლებში, რის შემდეგად მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მას კვლავ მოუხდა ბრძოლა ქართულ ჯართან 2008 წელს", - წერს ავტორი და ასევე აღნიშნავს, რომ დღეს რუსეთი ძლიერადა წარმოდგენილი აფხაზეთში და აფხაზეთს რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს.
„მხოლოდ რუსეთმა და რამდენიმე ქვეყანამ აღიარა აფხაზეთის გამოუკიდებლობა. გარდა იმისა, რომ აფხაზეთს მსოფლის სხვა ქვეყნები არ აღიარებენ ის არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უღიარებია.
ნებისნიერი სპორტსმენი, ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოვა, თუმცა არც ერთი მათგანი იქ გამგზავრებას არ გეგმავს", _ წერს ავტორი.
მისივე თქმით, როდესაც ის, გასული წლის ზაფხულში „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მათ ეამაყებათ ის, რომ ისინი აფხაზები არიან, თუმცა მათ ასევე იციან ის, რომ მათი ქვეყნის მომავალი გაურკვეველი რჩება".
„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მეამაყება ის, მაგრამ მე ვიცი, რომ სიტუაცია ახლა ჩიხშია",_ განაცხადა ერთ ერთმა სტუდენტმა და აღნიშნა: „ეს ჩვენი თაობაა, რომელმაც თავისი საკუთარი გზა უნდა მონახოს ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად".