„აფხაზეთი არავის ჩაუკეტავს" - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბამ მდინარე ფსოუზე გადასვლაზე შეზღუდვის კომენტირებისას და კომენტარში ტერმინ „გამყოფ ხაზს" იყენებს.
„სატვირთო ავტოტრანსპორტი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობისთვის მიიღებს რუსეთის-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის სპეცაკრედიტაციას. ქვეითად მოსიარულეები მას უპრომლემოდ გადაკვეთენ, რუკი მათ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების მიზანი ექნებათ მითითებული. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტი კი შეზღუდვებს გარეთ რჩება",_ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები პაატა ზაქარეიშვილის უწყებასთან არ მიმდინარეობს.
„არავითარი კონსულტაციები პაატა ზაქარეიშვილის უწყებასთან ჟენევაში რომლებიც გამყოფი ხაზის გადაკვეთის რაღაც შეღავათიან ვარიანტებს ეხება არ მიმდინარეობს და შეუძლებელია კიდეც მიმდინარეობდეს თავად საკითხის დაყენების აბსურდულობის გამო",_ აცხადებს ხინთბა.
შეგახსენებთ, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 7 იანვრიდან შევიდა და მარტის ბოლომდე იმოქმედებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით მთავრობა მზად იქნება აფხაზეთს დახმარეობა აღმოუჩინოს თუ ამის საჭიროება დადგება.