აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპული მეომრების მშობლები და ინვალიდ-ამპუტანტი ფეხბურთელები მიიღო. ვახტანგ ყოლბაიამ მათ მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სახალწლო საჩუქრების კალათა გადასცა.
შეხვედრაზე შვილმკვდარმა დედებმა და ამპუტანტ ფეხბურთელებმა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებში მათ ჩართულობაზე ისაუბრეს.
მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობაში მომავალშიც მოეწყობა.