ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლოგუა თანამდებობას ტოვებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ლოგუა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.
მათივე ინფორმაციით, ლოგუამ ანქვაბს წერილი მისწერა, რომელშიც მას მადლობას უხდის და სინანულს გამოთვამს იმის გამო, რომ ჯანმრთელობა მას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვში სამკურნალოდ მყოფ ლოგუას ტელეფონით ესაუბრა.