დღეს, 12 მარტს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი ჩატარდება.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 22 თებერვალს დასრულდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი კომპანია "მეგა ტვ"-ის განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.
ლიცენზიის საწყისი გასაყიდი ფასია 2 472 ლარი.