საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დამყარდება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იმედი გვაქვს, რომ დავასრულებთ თავისუფალი საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას პოლონეთთან, რომელიც მესამე ქვეყნების გვერდის ავლით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დამყარების საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.