რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის კანონებს მოაწერა ხელი.
შესაბამისი დოკუმენტები ნორმატიული და საკანონმდებლო აქტების ბაზაშია განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ეს დოკუმენტები საქონლის შეტანაზე გადასახადის ნულოვან განაკვეთს ითვალისწინებს. ამასთან ერთად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში არ არის ჩართული შაქრის, სპირტისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ამ სეპარატისტული რესპუბლიკებიდან.
მასალის გამოყენების პირობები