შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა იოსებ ხუციშვილმა ცალ ხელზე 21 კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში 46 აზიდვა შეასრულა და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელი პედი დოილის დამყარებული რეკორდი - 18 კილოგრამიანი ტვირთით 31 აზიდვა - საგრძნობლად გააუმჯობესა.
იოსებ ხუციშვილს მსოფლიოს 10 სხვადასხვა რეკორდი აქვს დამყარებული. ამასთანავე, წელს ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა"-ზე მან თავისუფალ ჭიდაობაში იასპარეზა, ფინალში პერუელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
იოსებ ხუციშვილის რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და ახალი რეკორდი ადგილზე დააფიქსირეს. იოსებ ხუციშვილის რეკორდის დამყარება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ-მაუწყებლობის „GRF TV"-ს საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცა.