11 მარტს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგიქადაგიძე საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
2009 წლის 1 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ახალი ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ" სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა.
ამ პერიოდში მნიშვნელოვნად დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, შემუშავდა ცხრა ძირითადი წესი, რომელიც აწესრიგებს აღრიცხვიანობისა და ანგარიშგების სისტემას, განსაზღვავს მზღვეველის ვალდებულებებსა და კონკრეტულ სანქციებს ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააკისროს სანქციები თანმიმდევრულად ან
არათანმიმდევრულად, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე
სანქციები ითვალისწინებს: