ე.წ. პარლამენტის სხდომას, რომელზეც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს თავისი წლიური ანგარიში უნდა წარმოედგინა დეპუტატთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. შედეგად, სხდომათა დარბაზში ქვორუმი არ შეგროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა" ავრცელებს.
35 დეპუტატიდან ანქვაბის მოსასმენად მხოლოდ 17 დეპუტატი მივიდა. ბოიკოტს, ძირითადად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.
ანქვაბი 50 წუთის განმავლობაში დერეფანში ელოდა დეპუტატების გამოჩენას ე.წ. მინისტრებისა და ე.წ. დეპუტატების თანხლებით.
ანქვაბის ე.წ. აპარატის თანამშრომლები კი ამ დროს ე.წ. დეპუტატებს ურეკავდნენ და ცდილობდდნენ ისინი მოეყვანათ. მათი მცდელობა ამაო გამოდგა.
საბოლოო ჯამში, მდგომარეობა ე.წ. დეპუტატმა ფაზილბეი ავიძბამ გადაარჩინა, რომელიც სწორედ ის მე 18 ე.წ. დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმაც ქვორუმი შეავსო და ანქვაბს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცა.
ანქვაბი თითქმის სირბილით შევარდა დარბაზში და თავისი გზავნილის კითხვა დაიწყო.
ეს იყო პირველი შემთხვევა იმისა რომ აფხაზი ე.წ. დეპუტატების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ლიდერის გზავნილის მოსმენა არ ისურვა.
მას შემდეგ რაც ანქვაბმა ანგარიში წაიკითხა ე.წ. დეპუტატები ხელახლა უნდა შეკრებილიყვნენ იმისათვის რათა პასპორტისაზიის საკითხზე ე.წ. გენპროკურატურის ანგარიში მოესმინათ.
სიტუაცია განმეორდა, ოღონდ პირიქით.
დარმაზში 17 ე.წ. დეპუტატი დაფიქსირდა, ოღონდ ისინი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. ე.წ. პროანქვაბისეულმა ე.წ. დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. ქვორული არ იყო, ამიტომაც სხდომა ორშაბათისთვის გადადეს.