რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე თავდაუსმელობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის მიზეზად ქართული მხარე დაასახელა. განცხადებას ამის შესახებ სერგეი ლავროვის უწყება ავრცელებს.
„ქართული მხარის მოუმზადებლობამ კვლავ დაბლოკა მუშაობა ამ დოკუმენტზე. მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა თავს თავზე აიღეს ვალდებულება მოამზადონ კომრომისული წინადადებები ამ საკითხთან მიმართებაში მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდისათვის", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მხარეებმა ერთსულოვანი მხარდაჭრა გამოუცხადეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირებას.
მოლაპარაკებებზე აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა მონაწილეთა შორის გაავრცელეს მომზადებული მასალა აფხაზეთისათვის რუსეთის მიერ გაწეული სოციალ-ეკონომიკური დახმარების შესახებ.
მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 27-ე რაუნდი 2014 წლის 25-26 მარტს გაიმართება.