ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა „თბილისში სწორი მიმართულებით აზროვნება არსებობს".
მან ასევე დადებითად შეაფასა რეინგერაციის სამინისტროსათვის სახელის შეცვლა.
„ეს მოსაზრებები უნდა გახდეს მატერია საქართველოს პოლიტიკისათვის, ხოლო თუ მოლოდინები დროში გაიწელება შედეგები სავალალო ხდება", - აცხადებს კარასინი.
კარასინი ასევე გამოთქვამს იმედს, რომ საქათველო „მალე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებს".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ დისკუსიებზე ქართული მხარის პოზიცია მალე შეიცვლება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 27-ე რაუნდი 2014 წლის 25-26 მარტს გაიმართება.