საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა დღეს კავთისხევი-კასპის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი დასრულებული მონაკვეთი მოინახულა.
აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით, ხელოვნური ნაგებობებით, კიუვეტებით (სადრენაჟო არხები), სანიაღვრე სისტემების აღდგენისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოს ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს გზის მონიშვნის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაო ქართულმა სამშენებლო კომპანიამ, შ.პ.ს. "ცეკურმა" შეასრულა. სამუშაოს ღირებულებამ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 314 ათასი ლარი შეადგინა.