ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი სეპარატისტი ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინაშე მდგარი ორი ამოცანიდან ერთი - დამოუკიდებლობა უკვე შესრულებულია. ახლა მეორე ნაბიჯი - ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებაა.
„დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ დავკარგოთ ის რაც ბრძოლით მოვიპოვეთ. მეორე საკითხი კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არის ის, რომ ხალხი გაერთიანდეს",_ აცხადებს ჩოჩიევი და აღნიშნავს: „თუ ჩვენ რუსეთთან არ ვიქნებით, ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მათი მიზანი ერთია - განდევნოს ოსები მშობლიური მიწიდან ან გააქართველოს ისინი".
„ჩვენმა თაობამ ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი ოცნება აისრულა - მიაღწია დამოუკიდებლობას. მეორე ნაბიჯი - ოსეთის გაერთიანებაა რუსეთის შემადგებლობაში. მით უფრო, რომ ამას ხმა ხალხმა 1992 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე მისცა", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მასალის გამოყენების პირობები