ხვალ, 12 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში საქართველოს სახალხო დამცველს, "ოქსფამ-დიდი ბრიტანეთს" და "ველფეარ ფაუნდეიშენს" შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ ომბუდსმენის ოფისიდან აცნობეს, მემორანდუმი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გააქტიურებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც სახალხო დამცველის ოფისში ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი განთავსდება.
მემორანდუმის მხარდაჭერა ევროკავშირისა და "ოქსფამ-დიდი ბრიტანეთის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა "დაუცველი მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება".