სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე განმარტებას ერთ საათში გააკეთებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს' სამინისტროში განუცხადეს მათ მერაბიშვილის განცხადება არ ჯერ მოუსმენიათ, რის გამოც განმარტებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთბენ.
,,უნდა მოვისმინოთ ვანო მერაბიშვილის განცხადება რა თქვა, რას ამბობს და მეერე გავაკეთებთ განმარტებას", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც სასამართლო პროცესზე მერაბიშვილმა განმარტა ფარცხალაძემ მას ჟვანიას საქმის გახსნაში დახმარება და ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანგარიშის ნომრები სთხოვა.
,, პარასკევს გვიან ღამით, ორის ნახევარზე ციხიდან გამომიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში, თავზე გადამაცვეს ჩემივე მოსაცმელი, ჩემი ვარაუდით წამიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი, მეორე ადამიანზე შემდეგ ვისაუბრებ, ხოლო მეორე ადამიანი მთავარი პროკურორი იყო. პროკურორმა წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ თუ მე პროკურატურას არ დავეხმარები ჟვანიას საქმის გახსნაში, თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრებს მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. პროკურორმა გაკვირვებულა მითხრა რომ თუ ამას არ დავთანხმდები დამიხატა შემდეგი სურათი, ჩემი პირობები ციხეში მკვეთრად გაუარესდება, რაზეც მე პირდაპირ მიუგე ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, მან მკაფიოდ ამიღწერა როგორ ტირის დედაჩემი ყოველ დღე, როგორ უჭირს ჩემს ოჯახს. პროკურორმა მითხრა, რომ სანამ ღარიბაშვილის მთავრობა ხელისუფლებაში იქნება და ღარიბაშვილი დიდხანს აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, მე ციხიდან ვერ გავალ", _განაცხადა მერაბიშვილმა, რომელმაც სასამართლო პროცესი დატოვა.