ხვალ, 12 მარტს, 10:45 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართება.
დღის წესრიგით, დაგეგმილია გაცვლითი კურსის პოლიტიკა და პროგნოზი; კრედიტის ხელმისაწვდომობა და ფასი (მომხსენებელი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე), საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამომავლო გეგმები; საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმის გაფორმება (მომხსენებელი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე.