დღეს სს `საქართველოს სახალხო ბანკმა~ (შემდგომში `ბანკი~) 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 448,268 მსესხებლისთვის 108.2 მილიონი ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ განაცხადა.
შედეგად, 2010 წლის 28 თებერვლისთვის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 113.7 მილიონ ლარს გაუტოლდა და 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 21.0%-ით, ხოლო 2009 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 7.1%-ით გაიზარდა.
2010 წლის იანვარსა და თებერვალში ბანკმა 161,000-ზე მეტ ფიზიკურ პირზე 39.4 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა. შედეგად, მხოლოდ ფიზიკური პირების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 62.8 მილიონი ლარი შეადგინა და 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 35.0%-ით, ხოლო 2009 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 8.0%-ით გაიზარდა. 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ბანკმა 6.7 მილიონი ლარის ოდენობის კორპორატიული სესხი გასცა, რაც მთლიანად გაცემული სესხების 6.2% შეადგენს.
კორპორატიულ კლიენტებზე გაცემული სესხების პორტფელმა 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 34.1 მილიონი ლარი შეადგინა, 2009 წლის 30 სექტემბერთან შედარებით 11.5%-ით, ხოლო 2009 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 16.0%-ით გაიზარდა.