რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზერტის მცხოვრები 48 წლის მამუკა რევაზაშვილი დააკავეს. იგი რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.
მამუკა რევაზაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჩხის შესაგროვებლად გუშინ წავიდა, მოგვიანებით კი მისი ტელეფონიდან ოჯახის წევრებს ოკუპანტები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დაკავებულს ცხინვალში გადაიყვანდნენ.