სანქტ-პეტერბურგში გამართული 13-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა. დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შეჯიბრის ფინალში დინამო თბილისმა კიევის დინამო 3:2 დაამარცხა.
"მოამბის" ინფორმაციით, როგორც ირკვევა ტურნირში სოხუმის "დინამოც" მონაწილეობდა და გახსნის ცერემონიაზე სოხუმის გუნდი აფხაზეთის დროშით წარსდგა.
საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისში აცხადებენ რომ ორგანიზატორებისგან მათ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და წინასწარ გამოგზავნილ პროგრამაში მონაწილე გუნდებს შორის სოხუმის ფეხბურთელთა გუნდი არ ყოფილა.