გამთენიისას, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა. ჟენევაში ხვალ და ზეგ მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი გაიმართება. ეს მხარეების პირველი შეხვედრა იქნება ვილნიუსის სამიტის შემდეგ.
შეხვედრაზე ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვაზე გამახვილდება.
ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას, ტრადიციულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.
შეხვედრას დაესწრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
მოლაპარაკებების 26-ე რაუნდზე ასევე შემდეგი შეხვედრისათვის განსახილველი საკითხებიც გახდება ცნობილი.