რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგს შეეხო, რომელიც მიმდინარე წლის 18 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იუწყება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში განსახილველი საკითხებია „მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოსთან. ტრადიციულად გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს მყარი გარანტიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. გაგრძელდება ამ სფეროში არსებული ყველა დოკუმენტის განხილვა, მათ შორის რუსეთის ინიციატივისა".