მთავრობამ სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური პროგრამა დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განმარტა სახელმწიფოსგან ყველა წარმატებული სპორტსმენი პრემიას მიიღებს.
თუმცა ყიფიანს არ დაუკონკრეტებია რა იქნება პრემიეის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა.
,, კანონპროექტი რომელიც მთავრობის სხდომაზე გავიდა ეს ეხება პრემიალურ დაფინანსებას მაღალი მიღწევების სპორტსმენებისთვის და ეს გახლავთ სპორტის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. მოხდება ყველა ახალგაზრუდული გუნდების პრემირება შეჯიბრებებზე მიღწული წარმატებებისთვის. ეს სპორტსმენებს წაახალისებს და მათთვის მეტი სტიმული იქნება", _განაცხადა ყიფიანმა.
ყიფიანის გამარტებით, სპორტსმენი რომელიც მოიპოვებს ოქროს მედალს, დაიკავებს შეჯიბრებებში მეორე, მესამე ადგილებს, პრემიებს მიიღებენ.