რუსეთის სახელმწიფო დუმამ, აფაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ხელშეკრულება ითვალისწინებს რუსული საქონლით თავისუფალ ვაჭრობას.
შესაბამისი შეთანხმება მხარებს შორის 2012 წელს გაფორმდა.
დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განმარტებით, დოკუმენტები შემუშავებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ითვალისწინებს სატარიფო რეგულირებას სავაჭრო საქონელთან მიმართებაში. შეთანხმება ადგენს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, მაგრამ ამავე დროს ხელშეკრულებაში კვლავ არ არის ასახული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან შაქრისა და სპირტის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში იმპორტირება.