თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი COVID-19-ით ინფიცირებული 25 წლის ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტს განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნება.
ავსტრიიდან საქართველოში გეგმიური სპეცრეისით საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმებას გაივლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" მოეწყო. საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსებას...
დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. ...
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს COVID-19-ის საფრთხეებთან ბრძოლაში, აღნიშნულია ამერიკის სალეჩოს facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საელჩოს ინფორმაციით, უახლესი ტრენინგების ფარგლებში, COVID-19-ის სწორ იდენტიფიცირებასა დ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმ ბრენდული სასტუმროების მეპატრონეების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, ვინც საკუთარი სასტუმრო ინფრასტრუქტურა საკარანტინო სივრცის მოსაწყობად სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო. ნათია თურნავას თქმით, დღეს დღეს, როდესაც საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, იმ უდი...
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სულ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტია. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებუ...
„ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს. არსებულ საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ პროცედურული საკითხების რეგულირება, რომელიც შეუფერხებელი მუშაობის გაგრძელებისთვის აუცილებელია”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც ბიზნესომბუდსმენ...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი რეისი, ათენი-თბილისი-ათენი 24 მარტს განხორციელდა. რეისის მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ. „ეგეოს...
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 257 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 13 პაცი...
რამდენიმე მაღაზიაში გარკვეულ პროდუქტზე გაზრდილი ფასები დაფიქსირდა. გივი მოდებაძემ გააფრთხილა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსოფლიოში,მათ შორის საქართველოში შექმნილ ვითარებას, დაიცვან მომხმარებელთა ინტერესები და არ მოხდეს სურსათზე ფასების ხელოვნურად ზრდა. როგორც ჭია...
აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირსა და პატარა ჯიხაიშში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს თავისი ინიციატივითა და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწია. მან თითოეულ ოჯახს 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების...
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თვითდასაქმებულებს, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს, თვეში 2 500 გირვანქა სტერლინგით დაეხმაროს. იუწყება BBC-ი. გამოცემის ცნობით, მოქალაქეებმა, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო, ფინანსური ზარალი გ...
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 510 108-ს მიაღწია. კორონავირუსით გარდაიცვალა 22 993 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 120 983 პაციენტი. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა...
ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“. მისი თქმით, სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებ...
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“განაცხადა, რომ მარნეულელი ქალის შემთხვევამ დასაბამი მისცა ე.წ. მეოთხეულ გადაცემას და ქვეყნის შიგნით ეპიდემიის განვითარების საფრთხეს, მაგრამ აქაც მყისიერად იმოქმედა საქართველოს მთავრობამ და ვერტიკალმა, რომლის ფუნქციაც ეპ...