სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა. ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო", - ნათქვამია მილოცვაში.