ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერი-მინისტრი დონალდ ტუსკი პოლონეთის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება ერთადერთი მიზნით - დაამარცხოს მმართველი პარტია "კანონი და სამართალი".
დონალდ ტუსკი პოლონეთის ოპოზიციური ლიბერალური პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერად აირჩიეს. ტუსკმა ლიბერალური პარტია 2001 წელს დააფუძნა.
"მე 100%-ით ვბრუნდები", - განაცხადა ტუსკმა პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
დონალდ ტუსკი ამჟამად ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ბრუნდება ეროვნულ პოლიტიკაში რათა დაუპირისპირდეს მმართველ პარტიას, რომელიც "უკუაგდებს დემოკრატიას, არღვევს კანონის უზენაესობას, აფერხებს მედიის თავისუფლებას და ძირს უთხრის ლგბტქ საზოგადოების თავისუფლებას".
დონალდ ტუსკმა პოლონეთის მმართველ პარტიას ბოროტება უწოდა და განაცხადა, რომ მზად არის ბოროტებასთან საბრძოლველად.
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა 2007-2014 წლებში. 2014 წლიდან 2019 წლის ბოლომდე კი ევროკავშირის საბჭოს ედგა სათავეში.