საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხაედებით, ისინი, ვისაც სურს, ძალადობით ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას.
კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გამოხატონ თავიანთი აზრი.
"საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორისაა მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ისევე, როგორც აშშ-ის კონსტიტუცია იცავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, რაღაც აზრი იყოს წინააღმდეგობრივი ან არაპოპულარული.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის გარენტირებაში, ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარი და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ საშუალება მისცენ მშვიდობიანმა მონაწილეებმა გამოხატონ თავიანთი აზრი.
ისინი, ვისაც სურთ, რომ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით ხელი შეუშალონ, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციელებს, რომ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა", - ამბობს დეგნანი.
ორშაბათს, 5 ივლისს, თბილისში რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია "ღირსების მარშის" მსვლელობა.