ნაციონალური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდაჭერებს სიტყვით მიმართა, რომლებიც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხდების შემდეგ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა და გამარჯვებას ზეიმობდა. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. მისი თქმით, ეგზიტპოლის მიხედვით გამარჯვების მიუხედა...
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარ შტაბში 24:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ეგზიტპოლებით ადამიანების ფსიქოლოგიურ გატეხვას შეეცადა. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ქართული ტელევიზიები ცდილობენ მოსახლეობას საპირისპირო შედეგები მიაწოდონ და ოპოზიციის კანდიდატებ...
გაერთიანებული ოპოზიციის ოფოსში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მაისაშვილმა ჩატარებულ არჩევნებს უსამართლო უწოდა და საზოგადოებას მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები შეახსენა _ "არ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე". მაისაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შტაბის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლე...
პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბში ეგზიტპოლის შედეგებს არ ეთანხმებიან. როგორც ნესტან კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, "საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ოპოზიციონერი ელექტორატია, რის გამოც წარმოუდგენელია სააკაშვილს ხმების 52 პროცენტი მიეღო"....
პროექტის, "ეგზიტპოლი 2008-ის" მიერ განხორციელებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, პლებისციტის კითხვაზე უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში", გამოკითხული რესპოდენტების 61,0 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. 21,3 პროცენტი წინააღმდეგია, ხოლო 21,...
5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდა, _ ამის შესახებ განცხადება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა გააკეთა. თარხნიშვილის თქმით, არჩევნები შეიძლება ცალსახად დადებითად შეფასდეს, ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში სე...
პროექტის, "ეგზიტპოლი 2008-ის" მიერ განხორციელებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, პლებისციტის კითხვაზე "თანახმა ხართ თუ არა, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს", გამოკითხული რესპოდენტების 63,6-მა პროცენტმა მხარი საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე...
"მომავლის პარტიის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი, გია მაისაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბში მივიდა. მაისაშვილი ლევენ გაჩეჩილაძესთან დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს მართავს. შეგახსენებთ, რომ 24:00 საათზე დაგეგმილია ლევან გაჩეჩილაძის ბრიფინგი არჩევ...
პროექტი "ეგზიტპოლი 2008-ის" მიერ განხორციელებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 53,8%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. სულ გამოიკითხა გამოიკითხა 9ათას 846 რესპოდენტი. მათგან 7102-მა იტანამშრომლა ეგზიტოლთან, 28 პროცენტმა კი პასუხის...
5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 220 საჩივარი დაწერა. ამის შესახებ განცახდებას საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ გააკეთა. მისი თქმით, საიას წარმომადგენლები მხოლოდ სამ ქალაქში _ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში _ მუშაობდნენ. შესაბამისად საჩივრ...
დღეს შსს-მ ამოიღო დიდი ოდენობით არადეკლარირებული ნაღდი ფული, 120 ათასი აშშ დოლარი. მიმდინარეობს გამოძიება ფულის გათეთრების ფაქტზე. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზღულაძის განცხადებით, გამოძიების პროცესში დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ისინი გამოძიების...
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ 16:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლის შედეგები წარმოადგინა. გამოიკითხა 7378 რესპოდენტი. შედეგების მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძე 28,5%, არკადი პატარკაციშვილი 6,0%; დავიტ გამყრელიძე 3,6%, შალვა ნათელაშვილი 5,5%; მიხეილ სააკაშვილი 5...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გერმანიის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა 2 კვირით გაუგრძელა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. ბესელია არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახურმა, რომელსაც 5 იანვარს ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფ...
საარჩევნო უბნები საქართველოს მასშტაბით 20.00 საათზე დაიხურა. ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა. საარჩევნო უბნები დღეს დილის 8 საათზე გაიხსნა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სულ 3 ათას 511 საარჩევნო უბანი მოქმედებდა, მათ შორის 71 სამხედრო საარჩევნო უბანია, 44 კი - საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვე...
პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის შტაბი საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევების გამო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამის შესახებ შტაბის ხელმძღვანელმა დავით შუკაკიძემ განაცხადა. "წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა....