სომხეთის ჰაერში მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ტალანტი ფრენს. განაცხადა სომხეთში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმატიკაში სომხურ-ქართული ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე.
"ამაშია სომხეთის უნიკალურობა და სომეხი ხალხის ტალანტი. ჩვენ არა მხოლოდ აღფრთოვანებულები ვართ ამით, არამედ გვინდა თქვენი გამოცდილების მიღება და გაზიარება. ეს ის სფეროა რომელშიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. ეს ჩვენი მომავალია. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ და სხვა რითი შეგვიძლია მსოფლიოს გაკვირვება თუ არა ჩვენი ინტელექტით?", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.