ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • თბილისში ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა

    თბილისში ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა

    თბილისში ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა. ცოტა ხნის წინ მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში 31 წლის ქალი გადახტა, თუმცა ის მაშველებმა წყლიდან დროულად ამოიყვანეს. ახალგაზრდა ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    31 მარტი 2011, 20:16
  • გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახური: ალაზნის ტერიტორიაზე რთული სიტუაციაა

    გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახური: ალაზნის ტერიტორიაზე რთული სიტუაციაა

    გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის უფროსის ემილ წერეთელის განცხადებით, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე ძალიან რთული სიტუაციაა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობს. "შარშან, გვიან შემოდგომაზე, ჩვენი სამსახურის და გეოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ვნახე...

    31 მარტი 2011, 20:15
  • მოსახლეობის სიმრავლით ინდოეთი ჩინეთს გაუსწრებს

    მოსახლეობის სიმრავლით ინდოეთი ჩინეთს გაუსწრებს

    უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ინდოეთის მოსახლეობა 181 მილიონით გაიზარდა და 1, 21 მილიარდი ადამიანი შედგინა. ამის შესახებ "ასოშიედ პრესი" იტყობინება. ამ მონაცემის მიხედვით, ინდოეთის მოსახლეობა მთელი დედამიწის 17 %-ია. ინდოეთში გოგოებს ნაკლებად აჩენენ და ვაჟების გაჩენას ამჯ...

    31 მარტი 2011, 20:13
  • კობზონი გურჩენკოს დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრება

    კობზონი გურჩენკოს დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრება

    იოსებ კობზონი, რომელიც 1967-1970 წლებში გამოჩენილი რუსი მსახიობის ლუდმილა გურჩენკოს მეუღლე იყო, ყოფილი მეუღლის დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრება. "ჩემი სახელით ლუდმილა გურჩენკოს ხსოვნის საპატივსაცემოდ ნიკოლსკის ტაძარში პანაშვიდს გადაიხდიან. ამასთან, ყვავილებს დააწყობენ", _ აღნიშნა კობზონმა. ...

    31 მარტი 2011, 20:12
  • ვლადიმერ პუტინი პლაგიატში დაადანაშაულეს

    ვლადიმერ პუტინი პლაგიატში დაადანაშაულეს

    რუსეთის ფედერაციის პრემიერის ვლადიმერ პუტინის საკანდიდატო დისერტაცია პლაგიატობაა. ამის შესახებ ვაშინგტონის ბრუკინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს. "ვაშინგტონ თაიმსის" ცნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ 20 გვერდიდან 16 გვერდი, რომლითაც პუტინის ნაშრომის საკვანძო ნაწილი იწყებ...

    31 მარტი 2011, 20:10
  • სახალხო დამცველის ანგარიში: არსებობენ პრივილეგირებული ბენეფიციარები

    სახალხო დამცველის ანგარიში: არსებობენ პრივილეგირებული ბენეფიციარები

    "მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზოგიერთ დაწესებულებაში არსებობენ პრივილეგირებული ბენეფიციარები, რომლებიც ცდილობენ, კონტროლი განახორციელონ სხვა ბენეფიციარებზე", _ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მონიტორინგის შედეგად დაწერილ ანგარიშში. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმა...

    31 მარტი 2011, 20:08
  • სახალხო დამცველის აპარატმა ბავშვთა სახლებში დისკრიმინაციის ფაქტები გამოავლინა

    სახალხო დამცველის აპარატმა ბავშვთა სახლებში დისკრიმინაციის ფაქტები გამოავლინა

    სახალხო დამცველის აპარატმა ბავშვთა სახლებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები გამოავლინა. "დუშეთის ბავშვთა სახლის მონიტორინგის დროს ხშირად გაისმოდა სტერეოტიპული და შეურაცხმყოფელი ფრაზები ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფის მიმართ, რომელთაც "გიჟებად" მოიხსენიებდნენ", _ ნათქვამია სახალხო დამცველის ან...

    31 მარტი 2011, 20:07
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები გამოვლინდა

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები გამოვლინდა

    შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატმა ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები გამოავლინა. მართალია, პერსონალის მხრიდან ბენეფიციართა მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე საჩივარი არ დაფიქსირებულა, თუმცა, ბენეფიციარები საუბრობდნენ ღირსების შე...

    31 მარტი 2011, 20:06
  • დარიგდება ბუკლეტები, რომელშიც დაფიქსირდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია

    დარიგდება ბუკლეტები, რომელშიც დაფიქსირდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია

    საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების 20 წლისთავი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან ერთად აღნიშნა. დამოუკიდებლობის რეფერენდუმში, რომელიც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხ...

    31 მარტი 2011, 20:01
  • პეტრე ცისკარიშვილი: ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმებას მოითხოვს, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით

    პეტრე ცისკარიშვილი: ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმებას მოითხოვს, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით

    საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გააგრძელოს, თუ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმებას აღარ მოითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ხშირად საუბრო...

    31 მარტი 2011, 19:59
  • ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმენენ

    ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმენენ

    ხვალ, 1-ელ აპრილს, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმენენ. სხდომაზე დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერი დავით ნინიძე და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დედაქალაქში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწვდ...

    31 მარტი 2011, 19:17
  • 25 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებმა შიმშილობა გამოაცხადეს

    25 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებმა შიმშილობა გამოაცხადეს

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან 25 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა პირებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ "წინააღმდეგობის მოძრაობისა" და მოძრაობა "რატომ" წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და...

    31 მარტი 2011, 19:04
  • საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კრიტიკას საქმიანად მიუდგება

    საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კრიტიკას საქმიანად მიუდგება

    საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კრიტიკას საქმიანად მიუდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სახალხო დამცველის ანგარიშის პარლამენტში განსახილველად შემოტანის შეფასებისას განუცხადა. "ვფიქრობ, ამ დასკვნაში იქნება როგორც პოზიტიურ მოვლენებზე აქცენ...

    31 მარტი 2011, 19:00
  • რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

    რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

    რუსეთმა ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის ესპანეთს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. "დღეს დომოდედოვოს აეროპორტში ტარიელ ონიანის ესპანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების...

    31 მარტი 2011, 18:43
  • სენეგალი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

    სენეგალი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

    საქართველოსა და სენეგალის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და დარგობრივ უწყებებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სენეგალის მხარემ დაადასტურა საერთაშო...

    31 მარტი 2011, 18:42