ესპანეთიდან საქართველოში „კანონიერი ქურდის" ექსტრადაცია განხორცილდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილ „კანონიერ ქურდს" კახა შუშანაშვილს საქართველოში უახლოეს მომავალში გადმოიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ შუშანაშვილი, რომელიც ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო, ესპანეთში 2010 წლის გაზაფხულზე მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააკავეს.