სეპარატისტულ აფხაზეთში, შესაძლოა, ტიმირზიაევის სახელობის მოსკოვის სოფლის მეურნეობის აკადემიის ფილიალი გაიხსნას. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხზე მიდიოდა საუბარი აფხაზეთში მყოფი რუსეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და აკადემიის რექტორის ვლადიმერ ბაუტუნისა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შორის გამართულ შეხვედრაზე.
"ამონაცა ნომერი ერთი - აფხაზური სოფლის შენარჩუნებაა. ეს კი მხოლოდ სოფლის მეურნეობის აღორძინებითაა შესაძლებელი. კურორტები ეს კარგი დანამატია განვითარებული სოფლის მეურნეობის სექტორისათვის", - განაცხადა შეხვედრაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.
ვლადიმერ ბაუტინმა აღნიშნა, რომ აკადემიამ, შესაძლოა, აფხაზეთს დახმარება გაუწიოს, როგორც კადრების მომზადების თვალსაზრისით ისე თავად აფხაზეთის შიგნით მუშაობის თვალსაზრისითაც.
"მან გამოთქვა მზადყოფნა აფხაზეთში აკადემიის ფილიალის გახსნის თაობაზე", - იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ანქვაბმ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა.