თავისუფალ თეატრში, 7 იანვარს, გიორგი სიხარულიძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. თეატრში 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი სახელწოდებით - "ხვალ შობაა".
სპექტაკლში სამი თაობის ინტერესები იკვეთება, ბაბუა (გიორგი ზანგური ), ცდილობს თავის ერთადერთ შვილიშვილს, ტაბიძეების გვარის გამგრძელებელს ქართული ტრადიციები შეაყვაროს, არადა უმცროსი ლეი ტაბიძე (გუგა კახიანი) თავის თანამედროვე მეგობრებთან ნანკასთან და გაგასთან (თამუნა ნიკოლაძე და კახაბერ შარტავა) ერთად ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს და სულაც არ ადარდებს საკუთარი ფესვები და მიწა-წყალი. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ამას უკვე სპექტაკლიდან შეიტყობთ.
პიესის ავტორია - ქეთი პატარაი, მხატვარი - იოანე ხუციშვილი და ქორეოგრაფი - გიორგი ბარბაქაძეა.
თავისუფალ თეატრში სპექტაკლი 7, 14 და 25 იანვარს გაიმართება.