იემენის დედაქალაქში მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ტერორისტთა სამიზნე პოლიციის კოლეჯი გახდა, სადაც დანაღმული მანქანა ააფეთქეს. ტერაქტს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა კოლეჯის მოსწავლეები არიან.
არაბულმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტა საკუთარ კლიენტურას ლაინერზე სუპერ კომფორტი შეუქმნას, ხოლო თავად ბაზარზე ექსკლუზიური ნიშა დაიკავოს. ხომალდს ექსკლუზიური მზარეული მოემსახურება, რომელიც იმავდროულად ექსკლუზიურ კერძებსაც მოამზადებს. ავიალაინერზე განთავსებული იქ ნება 3 ოთახიანი ლუქსი საწოლით, 2 ტელევიზორით, საკუთარი კაბინეტი...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოს მოსახლეობას ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულსა და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს. "სრულიად საქართველოს და ყველა მართმადიდებელს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულო...
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ,,თავაისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო და მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა. ,,დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს! მინდა, ყოველ თქვენგანს მივულოცო ქრისტიანული სამყ...
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის ფიქრებსა და დარიგებებს უწოდებს. როგორც ხადურმა საკითხის კომენტირებისას განმარტა ოჯახზე, ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე პატრიარქის გა...
სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს შესაძლოა დაევალდებულოთ, რომ თვითმფრინავის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ყოველ 15 წუთში შესაბამის უწყებას აცნობონ. აღნიშნული ნორმის შემუშავებაზე ICAO უკვე აქტიურად მუშაობს. როგორც ICAO-ში განმარტავენ საკითხზე მსჯელობა თებერვალში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაგ...
საახალწლო ზეიმი ბავშვებს - შობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს „ყინულის დედოფალზე" ეპატიჟება. წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრებიან. სპექტაკლის დაწყებამდე კი ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. სპეციალისტები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ამ დროისთვის გუდაურში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია. ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი ფასანაური-კობის და სტეფან...
8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება თოვა. მათ შორის თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება. 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან თოვა შეწყდება თუმცა ტემპერატურა დაეცემა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ...
"ევროპის განვითარების წელი" - ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 9 იანვარს რიგაში ოფიციალურად გაიხსნება. კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები...
ჯერჯერობით, უცნობია როდის შედგება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი. თუმცა როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს უკრაინას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ეწვევიან. ,,ჩამოსული იყო საქართველოს ელჩი უკრაინაში. ამ შეხვედრაზე გა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფასანაური-მლეთას საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო. სამუშოების დაწყება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნა. რეჟიმის შეცვლისთანავე,...
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი უკრაინაში დაფოლტს გარდაუვლად მიიჩნევს. "უკრაინისათვის უმთავრესი პრობლემა დეფოლტის მაღალი რისკია. უკრაინის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ვიდრე რაღაც შანსი არსებობს, დეფოლტს გაექცეს"- განაცხადა ილარიონოვმა. ილარიონოვი მიიჩნევს, რო...
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გერმანიას 7-8 იანვარს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. როგორც იაცენიუკის პრესსამსახურში განმარტავენ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი 8 იანვარს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. გარდა ორმხრივი ურთიერთო...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი საშობაო ეპისტოლეში ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს და წუხილს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ საკითხზე არ იმართება დისკუსიები. ,,გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა ს...