მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების დნმ-ის ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს. ძმათა სასაფლაოზე მდებარე აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედროთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. სამგლოვიარო ცერემო...
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “UITT 2015” მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კიევის საერთაშორისო გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო და Liberty G...
მთავარი პროკურატურის ბაჩო ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულების - ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მოცემულ სისხლის სამართლის...
ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, კავშირმა „მშობელთა ხიდი“ პარაორკესტრი შექმნა. კავშირმა 2014 წელს ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამართულ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც გულისხმობს მუსიკით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიე...
საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროს მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს, რომელიც მავთულხლართების გავლების შედეგად ორადაა გაყოფილი. გაეროს ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ დავით ვა...
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ის საზოგადოებას დაჰპირდა, რომ დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. მისივე განმარტებით, მომხდარი არაა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია და ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს. „ ეს არ გა...
პრეზიდენტი აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მითითებულია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველა - ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი. ,,აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება არის ნაბიჯი სრულფასოვანი ...
ამერიკელ სენატორთა ჯგუფის წერილს ფიფას ხელმძღვანელობა პასუხობს. როგორც ფიფას ოფიციალურირი წარმომადგენლის, დელი ფიშერის განცხადებაშია ნათქვამი, სპორტული ასპარეზობების ბოიკოტი, იზოლაციის პოლიტიკა და კონფრონტაცია პრობლემების მოგვარების ეფექტური გზა არ არის. ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტს სპეციალურ...
საქართველოში წარმოებული სუბტროპიკული ხილის 40,3 %-ი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე მოდის. სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის კვლევის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მოამზადა, საქართველოში 2013 წელს 11,2 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი აწარმოა. აღსანიშნავია, ...
1 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შედგა შეხვედრა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორს, გიორგი ციკოლიასა და ბრეტ ბრუენს შორის, რომელიც ხელმძღვანელობს მეწარმეობის განვითარების პროგრამებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ბატონი ბრუენი უშუალო კოორდინაციას უწევს აშშ-ს პრეზიდენტის ბარ...
რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანკტ-პეტერბურგში რადიკალური დაჯგუფება "ჰიზბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამის" ორი წევრი დააკავა. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. "ჰიზბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამი" 1953 წელს აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიქმნა. დაჯგუფების შტაბ-ბინა ლონდონშ...
თბილისი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის 13-15 მაისს იმართება. საორგანიზაციო სამუშაოების პირველ ეტაპს, რომლებიც პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ...
გასულ წელს ბანკმა „რესპუბლიკამ“ წარმატებით განახორციელა თავისი უნიკალური პროექტი - „პრო ბონო ფორუმი“, რომელიც ბანკის ბიზნესკლიენტებისათვის იყო გამიზნული. მათივე თხოვნით, წელს ფორუმის მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ დღეს, დღის 3 საათზე დაიწყო. „პრო ბონო...
იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს აქციის მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ბლოკირებულია. ამის მიზეზი კი შენობასთან შეკრებილი იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები არიან რომლებიც მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვე...
სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რიგით მეორე შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვით დაიწყეს. აღინიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ იქნ...