ინდოელმა სამართალდამცავებმა ციხიდან გაქცეული რვა პატიმარი მოკლეს. მსჯავრდებულები ქალაქ ბჰოპალის საპატიმროდან გაიქცნენ. ისინი “ინდოეთის სტუდენტური ისლამისტური მოძრაობის” წევრები იყვნენ. როგორც პოლიცია ირწმუნება, პატიმრებმა ციხის მცველს ყელი გამოჭრეს და საპატიმროს კედელზე გადაბმუ...
ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ერთმანეთს "ბარსელონა" და "გრანადა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.ნეიმარისა და რუბენ ვეზოს კამათი გასახდელშიც გაგრძელდა. ნეიმარმა ვეზოს ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.არასპორტული საქციელის გამო ნეიმარს დ...
მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და ამ არჩევანს პატივს ვცემ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „არც ერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ჰყავთ სუსი, ჩვენ გვყავს გულანთბული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიუ...
უკვე მეოთხედ, ისრაელში სილამაზის ყოველწლიური კონკურსი გაიმართა. პოდიუმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ ქალბატონებს კიდევ ერთხელ დაეთმო. „ბიჯისის“ ჰიტის, „სთეინ ელაივის“ ფონზე საზოგადოების წინაშე 14 ქალბატონი წარდგა. მაკიაჟი ზომიერი, სამოსი ელეგანტური, ხოლო სამკაული ბრწყინვალე იყო, თუმცა მთ...
ერაყის ქალაქ ყარაიას დატოვება, რომელსაც ამ დრომდე ისლამისტები აკონტროლებენ, დევნილებმა მაინც შეძლეს. ათობით იძულებით გადაადგილებული პირი თავშესაფრებში გადაიყვანეს. მათ ქალები და ბავშვებიც არიან. გაეროს ინფორმაციით, ამჟამად ქალაქში მილიონ ნახევარზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 49 წლის ალექს დოთიაშვილი დააკავეს. დოთიაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდა. დაკავებული ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მომხდარი ოჯახის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე შეატყობინეს....
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ჩენ რივუს შეხვდა. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერ...
ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სეიშელის კუნძულების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესახებ განაცხადა. Turkish Airlines-ი სტამბოლიდან რეისებს, სეიშელის ყველაზე დიდი კუნძულს მაე-ზე კვირაში 3-ჯერ განახორციელებს. ვილეთების ღირებულება, ორი გზა, 599 დოლარი იქნება. აღნიშნული ტარიფი მოიც...
ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თანამოაზრეებს გაერთიანებისა და ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდებს. ,,გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი და ყველას ვაფრთხილებდი - ტოტალური გაყალბებით. უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა "კარუსელების" ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილას უბრალოდ დახ...
ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩა # 7-ის მიმდებარე ტეროტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანი დაშავდა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად 45 წლამდე ასაკის მამაკაცია დაშავებული. აფეთქება 200 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე მოხდა, დაზიანდა ოთხ...
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, რომ უარი თქვან მანდატებზე. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ამომრჩეველს ეკისრება. "ოფიციალურად დაკანონდა რუსულ-მონგოლოიდური ტიპის ერთპიროვნული ოლიგარქიული რეჟიმი, რაშიც ორმაგი პასუხისმგებლობა ე...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) ღონისძიებასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიური პლენარული სე...
განსხვავებით არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრის დღისგან, არ დაფიქსირებულა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზები, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. „თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურებზე კვლავ გაგრძელდა ...
არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, საარჩევნო უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და დაიხურა. კენჭისყრის და შედეგების შეჯამების პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გ...
მარნეულის 36-ე ოლქი მთლიანად უნდ გაუქმდეს და ჩატარდეს ხელახლა არჩევნები,- აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ახმედ იმამყულიევი. მისი თქმით, ის აპირებს მიმარტოს სასამართლოს და მოითხოვოს უბნების გაუქმება. ,,გუშინ იყო მთელი დღე გაყალბებები და საბოლოო წერტილი დასვა იმ ვიდეოჩანაწერმა. სადაც ,,ქართული ო...