"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, რომ უარი თქვან მანდატებზე. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ამომრჩეველს ეკისრება.
"ოფიციალურად დაკანონდა რუსულ-მონგოლოიდური ტიპის ერთპიროვნული ოლიგარქიული რეჟიმი, რაშიც ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ამომრჩეველს, ვინც შემოხაზა ივანიშვილის კრიმინალური სინდიკატი. წინ გველოდება ურთულესი ბრძოლის პერიოდი. მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს თვლის ნამდვილ ოპოზიციად, უარი თქვან მანდატებზე. ეს ავტომატურად დაშლის ამ რეჟიმს. მივმართავ მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას, არ სცნოთ ძალაუფლების უზურპაცია, რომელიც განხორციელდა მასობრივი გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებითა და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით", - განაცხადა ნათელაშვილმა.