უკვე მეოთხედ, ისრაელში სილამაზის ყოველწლიური კონკურსი გაიმართა. პოდიუმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ ქალბატონებს კიდევ ერთხელ დაეთმო. „ბიჯისის“ ჰიტის, „სთეინ ელაივის“ ფონზე საზოგადოების წინაშე 14 ქალბატონი წარდგა. მაკიაჟი ზომიერი, სამოსი ელეგანტური, ხოლო სამკაული ბრწყინვალე იყო, თუმცა მთავარი ყურადღება მაინც მოქმედ გმირებზე იყო გადატანილი, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკების სისასტიკეს გაუძლეს და ცოცხლები გადარჩნენ. ღონისძიება ქალაქ ჰაიფაში ჩატარდა. გამარჯვებულად რუსეთში დაბადებული 75 წლის ანა გრინისი დასახელდა. ის 2 დღის იყო, როდესაც ომი დაიწყო და საკონცენტრაციო ბანაკში დედასთან ერთად მოხვდა.