გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. ავარიის შედეგად ასევე დაშავდნენ ბავშვის მშობლები და 2 წლის და.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
მანქანა მოცურდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, სამივე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას კი მენჯის ძვალი აქვს გატეხილი. შესაძლოა, მიგვიანებით, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო