საქართველოში პირველად, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართა. ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაერთიანებულიყვნენ გუნდებად და ორი დღის განმავლობაში მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე ემუშავათ. ჰაკათონში მონაწილეობას იღებდნენ დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, ...
მიუნჰენში ჰებელსის ყოფილი მდივანი გარდაიცვალა. ბრუნჰილდა პომზელი 106 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით დაიღუპა. პომზელი ნაცისტთა იდეოლოგისა და პროპაგანდის მინისტრის პირადი მდივანი იყო. ფაშისტური რეჯიმის დამარცხების შემდეგ ის ირწმუნებოდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკების და ჰოლოკოსტის შესახებ არაფერი იცოდა.
ბუქარესტსა და რუმინეთის დიდ ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების გეგმა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსიდან კორუფციის შესახებ მუხლის ამოღება სურთ. უნდა მოხდეს 2 700 ადამიანის ამნისტირებაც, რომლებიც სწორედ კორუფციის მუხლით იხდიან სას...
უბედური შემთხვევა ჩინეთში. ნინბოს ზოოპარკში ვეფხვმა ადამიანი შეჭამა. გამოცემა შანჰაი დეილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ვოლიერში თვითონ გადახტა, რათა ბილეთის ფული არ გადაეხადა. ვოლიერის გავლით მას ზოოპარკის ტერიტორიაზე შეღწევა სურდა. ზოოპარკის დაცვის თანამშრომლები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა მტაცებელმა მა...
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2,2%-ი შეადგინა, რაც წინასწარ გაწერილ გეგმასთან შედარებით ჩამორჩენაა. ეკონომიკური ანალიტიკოსი რეზო ბერაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში განვითარებული მოვნელების ფონზე საქართველოს დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური ...
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში არსებული ოქრო დაცულ მდგომარეობაშია. მისივე თქმით, სამუშაოებში ჩართული ექსპერტები რამდენიმე საათში დასკვნას დადებენ. „ჩვენი ინფორმაციით, ოქრო არის დაცულ მდგ...
ფილიპინების ლიდერი ნარკომოვაჭრებთან ბრძოლას წყვეტს და კორუფციასთან ბრძოლას იწყვებს. ამის შესახებ როდრიგო რუტერტემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პოლიციელები ჩვენს ქვეყანაში ყველაზე კორუმპირებულები არიან. არსებული სისტემით კრიმინალებთან ბრძოლა შეუძლებელია,“-აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა. ნარკოდანაშა...
ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესების დახურვის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მიიღო. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს დღეს სახელმწიფო ბრალდებისა და ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. პროცესის დახურვის შუამდგომლობას მხოლოდ ბრალდებუ...
ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, დირექცია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. მისივე ინფორმაციით, ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. „დირექცია თავის პასუხისმგებლობას გრძნობს და იღებს საკუთარ თავზე, ამასთან, ჩვენ გვსურს, დაველოდოთ გამოძიებ...
ნატოს გენერალური მდივანი წამების მეთოდების გამოყენების წინააღმდეგია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსი საერთაშორისო ნორმების დაცვით მოქმედებს და წამების ნებისმიერი მეთოდის წინააღმდეგ გამოდის. სტოლტენბერგი ამ განცხადებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ ...
საუდის არაბეთი სირიასა და იემენში უსაფრთხოების ზონების შექმნას მიესალმება. ამის შესახებ მეფე სალმანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. უსაფრთხოების ზონების შექმნის იდეა ტრამპმა გასულ კვირას გააჟღერა. მისი თქმით, ასეთი ზონების არსებობა ლტოლვილთა უსაფრთხოების დაცვას და დასავლეთში მიგრანტთა გადინების შეჩერებ...
„ალდაგში“ მხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება, - აცხადებს კომპანიის ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი. მისივე თქმით, ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულია ზარალის რეგულირების პროცესში. ,,აქტიურად ვთანამშრომ...
საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტების აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ი...
ხანძარზე რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული, დაგვიანებული იყო შეტყობინება, - განაცხადა ,,ბავშვთა სამყაროსთან“ მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ. მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ,,გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რომელ...
თუ 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, ნაციონალური მოძრაობა მანიფესტაციებს აანონსებს. ამავე დროს ქართული ოცნების მხრიდან გამოცხადებულ ღალატის ქრონიკის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს. აღნიშნუ...