კანადის ქალაქ კვებეკის მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა. ისლამურ ცენტრში 3 შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა. თავდასხმისას მეჩეთში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ავდეევკის რაიონში სახელისუფლო ძალებმა სეპარატისტთა იერიში მოიგერიეს. შეტაკებისას 3 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ოფიციალური კიევის განცხადებით, მოწინააღმდეგის დანაკარგი გაცილებით დიდია, რასაც სეპარატისტთა ლიდერები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი მებრძ...
საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პრაიმერიზში ბენუა ამონი დაწინაურდა. წინასწარი მონაცემებით, განათლების ყოფილმა მინისტრმა კონკურენტი მანუელ ვალსი სოლიდური უპირატესობით ჩამოიტოვა. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში აპრილში გაიმართება. გამარჯვების რეალურ კანდიდატებად ფრანსუა მიონსა და მარინ ლე პენს განიხილავ...
ბრიტანეთის მოსახლეობა ტრამპის წინააღმდეგ გამოდის. გაერთიანებულ სამეფოში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომლის მიხედვითაც ამერიკის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა უნდა აეკრძალოს. პეტიციას ხელი ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტმა მოაწერა, რაც იმის წინაპირობას იძლევა, რომ საკითხი ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილოს. ...
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვები ბრიტანეთის მოქალაქეებს არ შეეხება. ამის შესახებ ფორინ ოფისი იტყობინება. ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, 120 დღით შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მხოლოდ ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეების შესვლა შეჩერდა. 3 თვის განმავლობა...
მეხანძრეები "ბავშვთა სამყაროს" შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა და შენობა თითქმის მთლიანად გაანადგურა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ასევე უცნობ...
ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციამ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. NBA-ს ხელმძღვანელობას იმის გარკვევა სურს, აისახება თუ არა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ლიგის მოთამაშეებზე. „გვაინტერესებს, შეეხება თუ არა ახალი რეგულაციები ჩვენს მოთამაშეებს, რომლებიც ტრამპის სიაში მოხვდნენ. NBA გლ...
„გადაჭარბებული ემოციურობის გამო მწვრთნელი, ალბათ, ვერასდროს გავხდები.“ ამის შესახებ ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რონალდინიომ განაცხადა. „ვერ წარმომიდგენია, 90 წუთი თამაშს გარედან ვუყურო. მე მოედანზე ყოფნა და გოლების გატანა მიყვარს. ამიტომ, მწვრთნელის რანგში საკუთარ თავს ვერ ვხედავ,“-აღნიშნა 36 წლის ფეხბუ...
ფრანგი სოციალისტები საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევენ. მმართველი პარტიის კანდიდატობისთვის არჩევნების მეორე ტურში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი და განათლების ყოფილი მინისტრი ბენუა ამონი უპირისპირდებიან. პირველ ტურში ამონმა კონკურენტი 4 პროცენტიანი უპირატესობით დაამარცხა. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგ...
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან დღეს, კოსტიუმირებული აქცია-პერფომანსი გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილი ხალხს მხოლოდ ,,ცირკს“ სთავაზობს. „გვინდა რომ გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ყველაფერი არის ცირკი რას...
მარტინ შულცი კანცლერის პოსტისთვის იბრძოლებს. მის კანდიდატურას მხარი მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მხარი ერთხმად დაუჭირა. 61 წლის შულცი ბუნდესტაგის არჩევნებში ანგელა მერკელის მთავარი კონკურენტი იქნება. მანამდე ის ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ახალ კანცლერს გერმანია 24 სექტემბერს აირჩევს....
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ისევ დაიძაბა. ავდეევის რაიონში დღეს დილიდან სროლის ხმა ისმის. უკრაინულ მხარეს სეპარატისტებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით გაუხსნეს. როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის სამეთაურო შტაბი იტყობინება, უკრაინელმა სამხედროებმა შტურმი მოიგერიეს. როგორც ოფიციალური კიევი აცხადებს, მოწინააღმდეგემ ორმხრივი...
Australia Open-ის გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა. ფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა. შეხვედრა 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და ფედერერის გამარჯვებით, 3-2 (6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3) დასრულდა. დიდი შლემის ტურნირი ფედერერმა უკვე მეთვრამეტედ მოიგო.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის ...
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის მეუღლეს სახელმწიფო ხაზინაში 500 ათასი ევროს დაბრუნებას სთხოვენ. შესაბამის პეტიციას ხელი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. პენელოპა ფიიონის საქმიანობით პროკურატურა გასულ კვირას დაინტერესდა. როგორც ირქკვევა, პრეზიდენტობის კანდიდატის ცოლი პარლამენტში ქმრის მრჩევლა...