ხანძარზე რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული, დაგვიანებული იყო შეტყობინება, - განაცხადა ,,ბავშვთა სამყაროსთან“ მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ. მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
,,გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყვნენ 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.
მისივე თქმით, გამოძიება შეისწავლის და აღრიცხავს ყველა დეტალს, დაადგენს ასევე ზარალის ზუსტ ოდენობას და კონკრეტულ დაზარალებულებს.