„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, უზენაეს სასამართლოსთან 18:00 საათამდე გაჩერდნენ, რადგან მისი თქმით, მოსალოდნელია სასამართლომ ,,რუსთავი 2“ -ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს. მისივე თქმით, 18:00 საათზე იწურება სასამართლოს სამუშაო საათები და ა...
თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უჩა ნანუაშვილის უკმაყოფილება ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, რომლითაც ომბუდსმენის მიერ გატავისუფლებული ერთ-ერთი თან...
”იყო თხოვნა, ჩავრეულიყავი და არ მიმეცა უმცირესობისთვის ტრანსფარანტის გამოფენის შესაძლებლობა, თუმცა განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერის - ”არ...
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივნის დავით რაქვიაშვილის დიდ ბრიტანეთში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს და ქვეყნე...
"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის სხდომათა დარბაზში მედიის მხარდასაჭერი ბანერი მაინც გაშალა. "არა მედიაზე შტურმს"- წერია ბანერზე, რომელზეც "რუსთავი 2"-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოებია გამოსახული. ბანერის გაშლას საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ ჩხუბ...
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ევროპულ საქართველოსთან'', "მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპულ საქართველოსთან'', ''საქართველოს პატრიოტებთან'' და ,"ნაციონალურ მოძრაობასთან'' შეხვედრაზე ფიქრია ჩიხრაძემ დეპუტატებს ფარულ საგა...
თურქეთის ავიაციამ სირიის ქალაქ ალ-ბაბში ისლამისტების 11 ობიექტი დაბომბა. ქალაქი, რომელსაც ამ დრომდე ისლამისტები აკონტროლებენ, თურქეთის საზღვრიდან სამხრეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. თურქეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, განადგურებულია ისლამური სახელმწიფოს 23 მებრძოლი. ოპერაცია ე.წ. „ევფრატის ფარის“ ფარგლებში განხორციელდ...
ბალტიის ქვეყნები საზღვრის მახლობლად დაგეგმილი რუსული სამხედრო წვრთნების გამო შეერთებული შტატებისა და ნატოსგან მეტ აქტიურობას ელიან. ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ფართომასშტაბიანი წვრთნები, სახელწოდებით „დასავლეთი“ სექტემბერში უნდა დაიწყოს. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ათასკაციანი პ...
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრებს პარლამენტში არ აშლევინებენ ბანერს - "სოლიდარობა თავისუფალ მედიას!" დეპუტატებს ,,რუსთავი 2” - ის საკითხსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური პროტესტის დაფიქსირება ბანერის გაშლით სურთ - რის უფლებასაც პარლამენტ...
პეტრო პოროშენკო ქვეყნის მტერია. ამის შესახებ ყოფილმა სამხედრო მფრინავმა და უმაღლესი რადის მოქმედმა დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ ტელეარხ „112 უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მას მხოლოდ ერთხელ, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ შევხვდი, როდესაც ეროვნული გმირის წოდება მომანიჭა. მისგან ჯილდო...
ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დონეცკელ სეპარატისტთა მეთაურის მკვლელობას ეხმაურება. არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის თქმით, მიხაილ ტოლსტიხი საკუთარი ქვეყნის პატრიოტი იყო და მისი დაღუპვით დონბასმა ეროვნული გმირი დაკარგა. ტოლსტიხი, იგივე „გივი“ დონეცკში საკუთარ კაბინეტშ...
უამინდობა ინდონეზიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ბალის კუნძულზე მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. წყალდიდობას თან მეწყერიც მოჰყვა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.
შეერთებული შტატები მანამდე არ გაჩერდება, სანამ საკუთარ მტრებს ბოლომდე არ გაანადგურებს. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა. „დარწმუნებული იყავით, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მანამდე არ მოისვენებს, სანამ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს,“-აღნიშნა პენსმა....
"ნაციონალური მოძრაობა" სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით და "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ საპროტესტო მსვლელობას მართავს. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და უზენაესი სასამართლოსკენ გაემართენ. მათი განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო საქმიანობაში უხეშად ერევა და მას სასამართლოსა და მედიის ხელშ...
უკვე მზად მქონდა დოკუმენტაცია - თვითმმართველობის არჩევნების წელს როგორი პოლიტიკით ვმაუწყებლობთ, როგორ გავაშუქებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს... მე ეს დოკუმენტები მზად მქონდა, რადგან მეგონა ახალი დირექტორი მომთხოვდა. ორჯერ შევთავაზე მას შეხვედრა, თუმცა მითხრა, რომ ჯერ უნდა დათვალოს ბიუჯეტი - ეს არაკომპეტენტური ...