უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში, სამეფო სასახლეში, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ს შეხვდა.
ზელენსკის სამეფო სასახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლავ ჰეიან-ენგდალი დახვდა.
ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი შეხვედრაა ნორვეგიის მეფესთან მისი ტახტზე ასვლის შემდეგ.
მოგვიანებით ზელენსკი მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან.
ზელენსკი ოსლოში სამშაბათს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნორვეგიელ ოფიციალურ პირებთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან და ევროპელ პარტნიორებთან, რომელთა მიზანიც ომის დასრულების გზების განხილვაა.