თურქეთი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არ ცნობს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისივე თქმით, ანკარა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და პოზიციის შეცვლას ამ საკითხთან დაკავშირებით არ აპირებს. თურქეთის პირველი დიპლომატის განმარტებით, თურქ...
ტრამპი საკუთარი ქალიშვილით ამაყობს. ივანკას თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ ტვიტერში კიდევ ერთი პოსტი უძღვნა. „მისით ამაყი ვარ, რადგანაც მედიის თავდასხმებისა და კრიტიკის მიუხედავად, თავი ღირსეულად უჭირავს,“-წერს ამერიკის პრეზიდენტი. ივანკა ტრამპს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც სამოდელ...
დასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ოპოზიციამ რაქა ალყაში გაზაფხულისთვის უნდა მოაქციოს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა. მისივე თქმით, გაზაფხულის ბოლომდე ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად წოდებული ქალაქი სრულ იზოლაციაში უნდა მოექცეს, რის შემდეგაც რაქას გაწმენ...
ცივი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში 12 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ითოვებს. უახლოეს დღეებში საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლი, ზოგან ნისლი. არამდგრადი ...
პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო „რუსთავი 2“-სა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად, საპროტესტო აქციების დაწყებას სავარაუდოდ, ხვალიდან გეგმავს. „აქციები იქნება ერთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იმ ბრძოლის, რაც დღეს თავისუფალი სიტყვისთვის და „რუსთავი 2“-ს...
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტს ამერიკისა და იაპონიის პრეზიდენტები ვაშინგტონიდან გამოეხმაურნენ. იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს განცხადებით, ფხენიანის ქმედებები ტოკიოსთვის მიუღებელია, რადგანაც ბირთვული ექსპერიმენტებით ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება საერთაშორისო ნორმებს არღვევს. აბეს პოზიცია გაიზიარა თე...
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. აეროპორტის გზაზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მოყინული გზა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს ეწვია, სადაც მას თავმჯდომარე რამიზ რზაევმა უმასპინძლა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმა...
მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვლიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება, რომელიც 13 თებერვლიდან დაიწყება. უძღები შვილის კვირადღეს კი, დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. წმ. სახარების მიხ...
დღე დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ გზაზე. რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი Mitsubishi-ს მარკის პიკაპი ხეებს შორის შევარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დ...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობით თანხა. ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რის გამოც, დაზარალებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ჯი ეიჩ ენს“ შინაგან საქმეთა ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გასვლით სხდომაზე, რომელიც აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ...
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი აზერბაიჯანს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ეწვია. ვიზიტის მიზანია, დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს „OGP“-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დაბრუნება...
ჩინეთში წელს ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „ეიჩ 7 ენ 9“ შტამი 68 წლის მამაკაცს ჰებეის პროვინციაში დაუდგინეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა მძიმეა. გუშინ ის ლანფანის ინფექციური კლინიკიდან პეკინში გადაიყვანეს. ბოლოს ქათმის გრიპით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა ჩინეთ...
ბელარუსში ახალი სასაზღვრო რეგულაცია ამოქმედდა. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განკარგულებით, დღეიდან მსოფლიოს 80 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 დღით უვიზოდ შეეძლებათ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მინსკი საზღვარს უხსნის, შეერთებული შტატები, ევროპის 39 სახელმწიფო, ბრაზილია, ინდონეზია და იაპონი...