საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, 4-5 დეკემბერს გორში და თბილისში სტრატეგიული დისკუსიის მორიგი საერთაშორისო შეხვედრები გაიმართება.
ორდღიან ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამით გათვალისწინებულია:
4 დეკემბერი (გორი)
- უცხოელი ექსპერტების ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში
- ვიზიტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
- დისკუსიის პირველი სესია - „შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაცია - ოკუპაცია, ანექსია და დესტაბილიზაცია - რა შეიძლება გაკეთდეს?“
- პარალელური თემატური სესიები
5 დეკემბერს (თბილისი, პრეზიდენტის სასახლე)
- სესია 2 – ნატოს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე - საქართველოს გზა ნატოში გასაწევრიანებლად
- სესია 3 - როვნული უშიშროების სტრატეგიები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ: ერთიანი ეროვნული მიდგომა
- პარალელური სამუშაო ჯგუფების შეხვედრა და შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია
სამუშაო სესიების პარალელურად დაგეგმილია დისკუსიის მონაწილეთა შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძესთან.
თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პარტნიორები არიან:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
- აშშ-ს საელჩო საქართველოში
- პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
- ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში
- ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council)
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო (ACG - Atlantic Council of Georgia)
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP - Georgian Institute of Politics)
- ალიანსი დემოკრატიის დასაცავად (GMF - Alliance for Securing
Democracy)
- სქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC – Georgian Strategic Analysis Center)
- კონრად ადენაუერის ფონდი (KAS – Konrad Adenauer Stiftung)
- ა/ო „სამოქალაქო იდეა“
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს იკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში. დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევრო-ატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად განმკლავების გზები.