უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკის თქმით, მან ტუსკს უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი შეხვედრების შესაძლო ფორმატების მომზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენი მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა მხარემ თავისი მხრიდან სათანადოდ მოემზადოს და რუსეთის მხარის მზადყოფნაც უზრუნველყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ენერგოსისტემის ზამთრისთვის მომზადება და სხვა მგრძნობიარე საკითხები.
„ყველაფრის დეტალურად განხილვა ტელეფონით შეუძლებელია - შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში პირადად შევხვდებით. მადლობელი ვარ დონალდისა და პოლონეთის მხარდაჭერისთვის. მხოლოდ ევროპაში ყველა მხარის გაერთიანებული ძალებით შევძლებთ რუსეთის შეჩერებას და ამ სასტიკი ომის კიდევ უფრო გაგრძელების თავიდან აცილებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.