იემენში ავიადარტყმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო მონაცემებით, კოალიციის მიერ სანაას გარეუბნის დაბომბვას 9 ქალი და ერთი ბავშვი ემსხვერპლა. საჰაერო იერიში სოფელ აშირზე 16 თებერვალს განხორციელდა. სახლი, რომელიც კოალიციამ დაბომბა, ხუსიტ ამბოხებულთა ერთ-ერთ მეთაურს ეკუთვნოდა.
პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარი ჩაკეტა. ამის მიზეზი სეხვან-შარიფის პროვინციაში მომხდარი ტერაქტი გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სუფისტი ფილოსოფოსის, ლალი შაბხაზის მავზოლეუმში ამოქმედდა, რასაც 74 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.
გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 17 თებერვალს, გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება და მიმდინარეობს ექსპერტიზა. მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შს სამინსიტროს ...
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია 6.6%-ით (71.3 მლნ აშშ დოლარით) და 1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. Policy and Management Consulting Group-ი განმარტავს, რომ პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 4.9%-ით (-12.3 მლნ აშშ დოლარი), ასე...
„ბევრს ვერ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურორის და საბრალდებო დასკვნის ენით – ან ვერ წარმოუდგენია, ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებუ...
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც დღეს დაიწყება. საერთაშორისო კონფერენციას მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრება. კონფერენციის ფარგ...
,,ევროპული საქართველოს“ საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანებაში ცვლილებებს მოითხოვს. ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფნგზე ისაუბრა. „ორი კვირის წინ მე მივმართე განათლების კომიტეტის თავმჯდ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით. კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთა...
ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. პრევენციის მიზნით, გაიწმინდა ზღვაში გამსვლელი არხები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკით ახორციელებენ ქუჩებისა და ტროტუარების თ...
თურქულ Eximbank-ს იურიდიული კლიენტების რაოდენობის ზრდა 100 ათასამდე სურს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Türk Eximbank-ის წარმომადგენელი ადანან ილდირიმი ავრცელებს. როგორც ცნობილია, Turk Eximbank-ი წარმოადგენს სახელმწიფო ბანკს და მისი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება. დღეისათვის ბანკის კლიენტების რაოდენობა 7700 კომპანიას...
თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ზრდის მაჩვენებელი მსოფლიო მაჩვენებელს საშუალოდ 2-ჯერ აღემატება, აღნიშნულის შესახებ განცხადებას თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ხელმძრვანელი კიურშატ ატილგანი აკეთებს. მისი ინფორმაციით, თურთქეთის ავიაციის მაჩვენებლები ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, ეს იმ ფონზე, როდესაც მ...
შსს–ს მცხეთა–მთიანეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა&ndas...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ატარებენ. ინტენსიური თოვის, ძლიერი ქარბუქისა და ლიპყინულის გამო,&nb...
ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ეს მუხლი უკვე ამოღებულია, თუმცა უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამ...
ე.წ. ციანიდის საქმეზე შეფასებებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს. „ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად თავს შევიკ...