ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევანი მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, ეს ჩვენმა სახელმწიფომ უზრუნველყო - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების ეგზიტპოლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ეგზიტპოლების მიხედვით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია - 1 პირი.ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თა...
იმ უბნებში, სადაც პირველ ტურში არჩევნები წავაგეთ, ამ უბნებში ახლა არჩევნები მოგებული გვაქვს - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბნებიდან პირველად მონაცემების მიხედვით, შედეგები გაასაჯაროა, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვა...
"ასეთი ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასოდეს არ ყოფილა", აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების კომენტირებისას. ბერძენიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ძალიან კარგად წარმართა საარჩევნო კომპანია. ბერძენიშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია, რ...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, თუ რა იქნება მათი შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები, ამას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა სუბიექტი ერთად გადაწყვეტს და რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ის ამ სუბიექტებს შორის ერთერთია. "ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად, კონსესუსის საფუძველზე...
ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ, შავი ფულის მასობრივმა ბრუნვამ, დაშინებამ, ძალადობამ, დაუსჯელობამ და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და ეს არის მთავარი გამოწვევა,რომელიც დღეს დგას ქართული საზოგადოების მომავლის წინაშე - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა...
ამ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილის თქმით, არჩევნები ზეწოლის, მოსყიდვის და ძალადობის ფონზე წარიმართა.მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. „ხვალიდ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ სამომავლო გეგმა შეთანხმებული იქნება "ძალა ერთობაშია"-ში შემავალ პოლიტიკურ ძალებთან. ბოკუჩავა ამბობს,რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსესუსის გზით იქნება მიღებული. შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში საპროტესტ...
ხვალიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები იქნება, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა. მისი თქმით, ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და ის არასდროს არ აღიარებს ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივა...
საარჩევნო პროცესი იყო მძიმე და მძიმე დარღვევებს შეიცავდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.„შუა პერიოდში ხელისუფლებამ გამოიყენა მოსყიდვა, ზეწოლა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ველ...
დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო. ახლა არის მუშაობის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.მან საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს ...
მინდა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადავუხადო. არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ნამდვილად შემდგარი დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართულ...
ხვალიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაანონსა. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. “ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მე არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს. მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდა...
გუნდმაც გააკეთა რეაქცია, რაც მოახერხა მოკლე დროში და მისასალმებელია - ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი ნდობ...
ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა. მოხდა ყველას მოსყიდვა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი - ყველა საქმეში იყო ჩართული, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.მისი თქმით,&...